ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტი
თარიღები:
03 იან - 01 თებ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ბუღალტერია/ფინანსები 
ქვეკატეგორიები:
ფინანსები(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“  2008 წლიდან  წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე.ამჟამად „გოა კრედიტი“ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტით: ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით, ავტო, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებით.

    საფინანსო ორგანიზაცია „გოა კრედიტი“  აცხადება ვაკანსიას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • „კონტრაგენტებიდან "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში კანონით განსაზღვრული ინფორმაციის დროული მიწოდება
  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ანგარიშგებების დროული წარდგენა
  • კომპანიის შესაბამისი მეთოდოლოგიის და ბიზნეს პროცესების მუდმივი განახლება და მონიტორინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;

 

 

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 595) 00 73 17. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

მსგავსი განცხადებები
ფინანსური დირექტორი

გოა კრედიტი


03 იან - 01 თებ