ანაზღაურებადი სტაჟირება საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე

სხვა ვებ გვერდზე

თარიღები:
04 დეკ - 19 დეკ
მდებარეობა:
გურჯაანი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
სტაჟიორი (საბანკო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს ვითიბი ბანკი ჯორჯიასგურჯაანის ფილიალი აცხადებს კონკურსს ანაზღაურებად სტაჟირებაზე საინფორმაციო ოფიცრის  პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი:  გურჯაანი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  19.12.2018

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი გადამისამართება ან მომსახურება
  • რიგის ნომრის მინიჭება
  • რიგის განტვირთვის მონიტორინგი
  • გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
  • ბანკის მომხმარებლებისთვის კონკრეტული საოპერაციო პროდუქტების  შეთავაზება/გაყიდვა დადგენილი წესებისა და ფორმატის გათვალისწინებით
  • ყოველთვიური გეგმების შესრულება
  • ახალი კლიენტების მოზიდვა
  • მომხმარებლის ინფორმირება სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
  • არსებულ საბანკო პროგრამაში მუშაობა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

 

უნარები:

  • გაყიდვების უნარის მქონე
  • თავაზიანი და აქტიური
  • ეფექტური კომუნკაციისა და მომსახურების უნარის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
საკრედიტო ექსპერტი- სტაჟიორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


14 ნოემ - 13 დეკ