საკრედიტო ექსპერტი ქუთაისში
თარიღები:
29 ნოემ - 14 დეკ
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 14 დეკემბერი, 2018 წელი

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
  • ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel)  მაღალ დონეზე ცოდნა;

 

აუცილებელი უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + ბონუსი;
  • კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ;
  • კარიერულ განვითარების შესაძლებლობას მზარდ ორგანიზაციაში.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 30 დეკემბრისა.    

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
სესხის ოფიცერი ქუთაისში

მანი ფრენდი


13 ნოემ - 11 დეკ

უმცროსი სესხის ოფიცერი

კრედო ბანკი


04 დეკ - 25 დეკ

SOLO ლაუნჯის მითერი

საქართველოს ბანკი


01 დეკ - 15 დეკ

ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი ბათუმში

პროკრედიტ ბანკი


22 ნოემ - 21 დეკ

გარე გაყიდვების აგენტი თბილისსა და რეგიონებში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


14 ნოემ - 13 დეკ

გაყიდვების კონსულტანტი რეგიონებში

საქართველოს ბანკი


29 ნოემ - 13 დეკ

გაყიდვების მენეჯერი რეგიონებში

ფინკა ბანკი საქართველო


10 დეკ - 24 დეკ