გაყიდვების ოფიცერი თბილისსა და ქვემო ქართლში
თარიღები:
27 ნოემ - 10 დეკ
მდებარეობა:
თბილისი მარნეული რუსთავი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს მისო ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

გაყიდვების ოფიცერი

ადგილმდებარეობა : თბილისი, რუსთავი, მარნეული

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2018 წელი

 

ვის ვეძებთ ჩვენ?

  • ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით;
  • მათ, ვისაც უყვარს სიახლეები, არის აქტიური, ინიციატივიანი, თავდაჯერებული და  შრომისმოყვარე, არის შედეგსა და ზრდაზე ორიენტირებული;
  • ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც სწავლასთან შეთავსებით სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება და ხელფასის გამომუშავება;
  • მათ, ვისაც აქვს მუშაობის, ზრდისა და განვითარების სურვილი.

 

რა იქნება მთავარი მოვალეობა?

  • კლიენტების მოზიდვა: საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
  • ახალი უნარების აღმოჩენას;
  • მზარდ ფიქსირებულ და ბონუსურ ანაზღაურებას;
  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.

 

პოზიციის პირობები:

  • 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • მოცემულ პოზიციაზე აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს სმარტფონს (რომლის საშუალებითაც მოხდება სასესხო განაცხადების ონლაინ რეჟიმში შევსება და გაგზავნა).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა.  

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მსგავსი განცხადებები
გარე გაყიდვების აგენტი თბილისსა და რეგიონებში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


14 ნოემ - 13 დეკ

გაყიდვების კონსულტანტი რეგიონებში

საქართველოს ბანკი


29 ნოემ - 13 დეკ

გაყიდვების მენეჯერი რეგიონებში

ფინკა ბანკი საქართველო


10 დეკ - 24 დეკ

გაყიდვების ოფიცერი ოზურგეთში

საერთაშორისო ბანკი


04 დეკ - 10 დეკ

გაყიდვების ოფიცერი სამტრედიაში

საერთაშორისო ბანკი


04 დეკ - 10 დეკ

გაყიდვების ოფიცერი სენაკში

საერთაშორისო ბანკი


04 დეკ - 10 დეკ

გაყიდვების ოფიცერი ფოთში

საერთაშორისო ბანკი


04 დეკ - 10 დეკ