პროგრამისტი
თარიღები:
11 ივლ - 20 ივლ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო  ინფორმაციული ტექნოლოგიები 
ქვეკატეგორიები:
საბანკო(ზოგადი) ვებ-პროგრამისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია
  • სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისაგან პროგრამირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და საპროექტო სამუშაოების ჩატარება
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლი
  • სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა
  • პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების კარგი ცოდნა
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სრული ციკლის ფუნდამენტალური ცოდნა
  • Microsoft Visual Studio-ს ცოდნა
  • პროგრამირების ენა C#-ის ცოდნა
  • .NET Framework-ის ცოდნა
  • Microsoft SQL Server მონაცემთა ბაზის კარგი ცოდნა
  • Windows Communication Foundation ტექნოლოგიის ცოდნა
  • ADO.NET, Entity Framework, LINQ ტექნოლოგიების ცოდნა
  • Web აპლიკაციების ტექნოლოგიების (Microsoft ASP.NET, MVC, HTML, JavaScript, CSS) ცოდნა.
  • პროგრამირების მოდელის გამოყენების გამოცდილება
  • ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • პროგრამირების ენა Java-ს ცოდნა

 

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

  • სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა
  • გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

          

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge

 

გთხოვთ, გაითვალისწინთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ იქნება განხილული.

 

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივლისი.

 

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

მსგავსი განცხადებები
ინტეგრაციული ტესტერი

ვითიბი ბანკი ჯორჯია


29 ივნ - 28 ივლ

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი დეველოპერი

PASHA Bank


09 ივლ - 30 ივლ

პროცესინგის სისტემების ადმინისტრატორი

ბანკი ქართუ


11 ივლ - 20 ივლ

უფროსი JAVA პროგრამისტი

ვითიბი ბანკი ჯორჯია


29 ივნ - 28 ივლ

Credit Officer

ზირაათ ბანკი


04 ივლ - 02 აგვ

Head of AML and Compliance Department

HH Recruitment


16 ივლ - 20 ივლ

ანგარიშების მენეჯერი

ვითიბი ბანკი ჯორჯია


16 ივლ - 31 ივლ