კლიენტთა მომსახურების ოფიცერი თბილისსა და რეგიონებში
თარიღები:
16 ივლ - 25 ივლ
მდებარეობა:
თბილისი მარნეული
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
ბანკის კლიენტთა მომსახურება საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
აღწერა:

ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

სტაჟირება ცხადდება:

  • თბილისის რეგიონი
  • დიდუბის სერვის ცენტრი - 1 ვაკანტური თანამდებობა
  • ქვემო ქართლის რეგიონი
  • მარნეულის სერვის ცენტრი - 1 ვაკანტური თანამდებობა

 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა:

25 ივლისი 2018

 

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

  • საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
  • საკრედიტო პროდუქტები
  • გაყიდვების ტექნიკები
  • სალაროს ოპერაციები
  • მომსახურების სტანდარტი

 

სტაჟირების პროგრამა არის ანაზღაურებადი :  200 ლარი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე 

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა;
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

                          

როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი არის 3 ეტაპიანი და მოიცავს:

  • შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა, მიუთითოთ სტაჟირების სასურველი ლოკაცია და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  vacancy@finca.ge. subject ველში მიუთითეთ „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - ადგილმდებარეობა“ მაგ.: „კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - დიდუბე“

 

 

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

 ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ, დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

 

მსგავსი განცხადებები
გრითერი

ფინკა ბანკი საქართველო


11 ივლ - 25 ივლ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი

ბაზისბანკი


13 ივლ - 27 ივლ

კლიენტთა მომსახურების მოლარე-ოპერატორი ვაზისუბნის ს/ც-ში

ბაზისბანკი


13 ივლ - 27 ივლ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი ბათუმში

ფინკა ბანკი საქართველო


13 ივლ - 22 ივლ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი რუსთავში

ფინკა ბანკი საქართველო


11 ივლ - 25 ივლ

კლიენტთა მომსახურების უფროსი ოპერატორი

ბაზისბანკი


13 ივლ - 27 ივლ

მითერი

ბაზისბანკი


13 ივლ - 27 ივლ