საკრედიტო ოფიცერი გლდანის სერვისცენტრში
თარიღები:
09 ივლ - 18 ივლ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
SME საკრედიტო ოფიცერი საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
აღწერა:

ფინკა ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე (გლდანის ს/ც).

სამუშაო ადგილი: გლდანი

ვაკანტური თანამდებობა: 2

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 18 ივლისი, 2018

 

თქვენ ორიენტირებული ხართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე,

თქვენ უკვე გაქვთ საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება,

თქვენ ხართ ლოიალური და კლიენტზე ორიენტირებული,

თქვენ ხართ წარმატებული გაყიდვების სფეროში და გაქვთ სურვილი და ამბიცია იყოთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ გახდეთ N1 და მიიღოთ სათანადო აღიარება,

თქვენთ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული, მოქნილი და დინამიური,

თქვენთვის სითბოზე და ნდობაზე აგებული ურთიერთობა მნიშნელოვანია,

თქვენ იზიარებთ პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების პრიციპებს,

მაშინ საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია თქვენთვის არის!

            

ძირითადი ფუნქციები:

  • საკრედიტო ოფიცერი სწავლობს ბაზარს, ახორციელებს პოტენციური საბაზრო არეალის იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროდუქტების პრეზენტაციას; უწევს კონსულტაციას კლიენტებს, ახდენს მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მოთხოვნების შესაბამისად სთავაზობს პროდუქტებს. ჯვარედინი გაყიდვების თუ გაყიდვების სხვა ტექნიკის გამოყენებით ახორიციელებს ფინკა ბანკი საქართველოს პროდუქტების გაყიდვას. ახორციელებს ბიზნესს ანალიზს და აფასებს საკრედიტო რისკებს. მართავს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და ზრუნავს კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხის შენარჩუნებაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
  • მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში საკრედიტო ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS Excel) ცოდნა; საბანკო მომსახურების პროგრამის ცოდნა (ALTA)
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასუბრო დონეზე ცოდნა. 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული  სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზუმე „CV”).

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითოთ „საკრედიტო ოფიცერი (გლდანი)“

 

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა,  როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

 

 

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.


ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

მსგავსი განცხადებები
საკრედიტო ოფიცერი

ფინკა ბანკი საქართველო


11 ივლ - 24 ივლ

საკრედიტო ოფიცერი დიდუბის სერვისცენტრში

ფინკა ბანკი საქართველო


04 ივლ - 18 ივლ

საკრედიტო ოფიცერი სენაკში

ფინკა ბანკი საქართველო


11 ივლ - 25 ივლ

Credit Officer

ზირაათ ბანკი


04 ივლ - 02 აგვ

Head of AML and Compliance Department

HH Recruitment


16 ივლ - 20 ივლ

ანგარიშების მენეჯერი

ვითიბი ბანკი ჯორჯია


16 ივლ - 31 ივლ

ანგარიშების მენეჯერი რუსთავში

ვითიბი ბანკი ჯორჯია


16 ივლ - 31 ივლ