კორპორატიული ბანკირი
თარიღები:
02 ივლ - 31 ივლ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
კორპორატიული ბანკირი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
  • საშუალო და მსხვილი კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი 
  • კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად 
  • არსებული კლიენტების მომსახურება, ახალი კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
  • პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკსა და კლიენტს შორის


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
  • ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე 
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • ქართული ენის ფლობა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • გაყიდვების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი


დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 07 აგვისტო.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.