უფროსი საკრედიტო ექსპერტი
თარიღები:
07 ივნ - 06 ივლ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საკრედიტო რისკები
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური ქართული რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

სს „ბანკი ქართუ აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის სერვისცენტრებისათვის.

 

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
  • $2,000,000 -მდე საკრედიტო პროექტების დამუშავება
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
  • სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
  • პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
  • პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
  • გაცემული სესხების მონიტორინგი
  • პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
  • სასესხო პორტფელის მართვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
  • ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
  • ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
  • დროის ეფექტური მართვა
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა,ზრუნვა თვითგანვითარებაზე
  • ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ

 

სასურველი

  • მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • გაყიდვების წარმოებისათვის აუცილებელი უნარების ფლობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 06 ივლისი.

 

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

მსგავსი განცხადებები
საკრედიტო ექსპერტი თბილისსა და რეგიონებში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი


04 ივნ - 02 ივლ