პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა

სხვა ვებ გვერდზე

თარიღები:
17 აპრ - 02 მაის
მდებარეობა:
თბილისი სხვა
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

პროკრედიტ ბანკი -  ევროპული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად ბანკი ფოკუსირდგება ფიზიკური პირების კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე და მათ კომპლექსურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
პროკრედიტი ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკი, საქართველოს  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.

 

ვაკანსიის ტექსტი


საკადრო პოლიტიკა პროკრედიტ ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მომხმარებლებისთვის საუკეთესო, კომპლექსური და გამჭვირვალე საბანკო მომსახურების შეთავაზებაში, მნიშვნელოვანი როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ. სწორედ ამიტომ, ახალი კადრების აყვანისას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, ჩვენთან დასაქმების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ დასაქმდეთ  კლიენტთა მომსახურების სფეროში, კლიენტთა მრჩევლის (როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნეს კლიენტების) პოზიციაზე.

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის ფარგლებში, კადრების შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას (სააპლიკაციო ფორმის შევსება, სამოტივაციო წერილი, სატელეფონო გასაუბრება, ტესტი მათემატიკაში, ჯგუფური დისკუსია, 2 კვირიანი ფოკუს სესია).
2 კვირიანი ფოსუკ სესია კადრების შერჩევის ბოლო ეტაპია და ტარდება სერბეთში.  აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე გახდება ბანკის თანამშრომელი.

შერჩეული კადრები 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს, რაც მოიცავს ახალი თანამშრომლის პროკრედიტ ინსტიტუტთან ინტეგრაციის სამ ეტაპიან პროცესს, გაივლიან სერბეთში, საქართველოსა და კოსოვოში.


ჩვენ უზრუნველყოფთ:

  • ფრენის ხარჯებს;
  • საცხოვრებელს;
  • კვებას;

 

 აღნიშნულ პერიოდში თანამშრომელი აგრეთვე იღებს ხელფასს.

პროგრამის სრული კურსი მოიცავს:

  • ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
  • მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
  • ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
  • ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
  • პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
  • ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


ვეძებთ მათ, ვინც არის:

  • 22-დან 32 წლამდე;
  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • გუნდური;
  • მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.


და ვისაც აქვს:

  • უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალი დონე;
  • პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.


თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

კანდიდატთან დაკავშირება, მხოლოდ სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com

პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge


ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ: https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=530ba464395031fc1e41b3552ccbda08

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 ივლისი.

 

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
Oracle DBA in IT Department

ლიბერთი ბანკი


20 აპრ - 04 მაის

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


18 აპრ - 30 აპრ

ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი სარეზერვო თანამშრომელი თბილისსა და ბათუმში

ლიბერთი ბანკი


04 აპრ - 03 მაის

აპლიკაციების ადმინისტრატორი

ლიბერთი ბანკი


20 აპრ - 04 მაის

არქიტექტორი

ფინკა ბანკი საქართველო


19 აპრ - 30 აპრ

აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

ბაზისბანკი


10 აპრ - 24 აპრ

აქციის თანამშრომელი

თიბისი ბანკი


11 აპრ - 25 აპრ