საკრედიტო ექსპერტი/გამოცდილი ახმეტაში
თარიღები:
16 აპრ - 01 მაის
მდებარეობა:
ახმეტა
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საკრედიტო მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

თანამდებობა:  საკრედიტო ექსპერტი (გამოცდილი)
ადგილმდებარეობა: ახმეტა

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
  • აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი,
    პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური,  ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების  განხრით;
  • ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
  • განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
  • საინტერესო და დინამიურ სამსახურს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2018  წლის 01 მაისის  ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge    

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2018 წლის 15 მაისისა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
საკრედიტო ექსპერტი

ბანკი ქართუ


28 მარ - 26 აპრ

საკრედიტო ექსპერტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


04 აპრ - 02 მაის

საკრედიტო ექსპერტი/ანაზღაურებადი სტაჟირება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


04 აპრ - 03 მაის

საცალო დაკრედიტების მენეჯერი ქუთაისში

ლიბერთი ბანკი


11 აპრ - 27 აპრ

უფროსი საკრედიტო ექსპერტი

ბანკი ქართუ


28 მარ - 26 აპრ