სესხის ოფიცერი ყვარელში

სხვა ვებ გვერდზე

თარიღები:
12 აპრ - 26 აპრ
მდებარეობა:
ყვარელი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
საშუალო განათლება
აღწერა:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე ყვარელის სერვისცენტრში.

„კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით.

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • საბონუსე სისტემას
  • პრემიალურ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

 

ძირითადი მოვალეობები:

  • განთავსების ადგილზე კრისტალის ბრენდის და პროდუქტების რეკლამირება;
  • აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
  • კლიენტის ფინანსური და სოციალური ინფორმაციის მოპოვება;
  • მიღებული ინფორმაციის შედეგად სპეციალური ფორმის შევსება და საკრედიტო ანალიტიკოსისათვის გადაგზავნა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სესხის დამტკიცება სკორინგის მეშვეობით;
  • მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
  • დაფინანსებული ბიზნესების შემდგომი მეთვალყურეობა და კონტროლი;
  • დაგვიანებულ და პრობლემურ ბიზნესებთან განსაკუთრებული მუშაობა;
  • სასესხო  და სესხთან  დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის  მომზადება რაც რეგულირდება შიდა პროცედურებით;
  • სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა  ხელშეკრულების გაფორმება კლიენტებთან;
  • კლიენტისათვის ინფორმაციის ნათლად მიწოდება;
  • კლიენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმართვა;
  • ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
  • საჭიროების შემთხვევაში სესხის თანხის ადგილზე გაცემა.

 

„კრისტალი“ ეძებს მათ ვინც არის:

  • მიზანდასახული და ენერგიული;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე;

 

და ვისაც აქვს:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
  • საშუალო ან პროფესიული განათლება

 

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 26 აპრილსს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/viWvMsWDuTP0f5kZ2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
განვადების მენეჯერი რეგიონებში

ლიბერთი ბანკი


12 აპრ - 27 აპრ

განვადების ოფიცერი ფოთში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი


20 აპრ - 04 მაის

განვადების ოფიცრის რეზერვი რეგიონებში

კრედო ბანკი


23 აპრ - 07 მაის

გირაოს შეფასების ოფიცერი

ბაზისბანკი


17 აპრ - 01 მაის

მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი/სტაჟირება/ქობულეთსა და ზუგდიდში

კრედო ბანკი


23 აპრ - 07 მაის

საკრედიტო ექსპერტი

MRLOAN.GE


30 მარ - 28 აპრ

საცალო სესხების ექსპერტი

ტერაბანკი


16 აპრ - 30 აპრ