საცალო დაკრედიტების მენეჯერი ქუთაისში
თარიღები:
11 აპრ - 27 აპრ
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
საკრედიტო მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური ქართული რუსული
განათლება:
მაგისტრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი,  ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ საცალო დაკრედიტების მენეჯერის  პოზიციაზე.

ქუთაისი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დაკრედიტების კუთხით;

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საკრედიტო კუთხით ბანკისთვის სტრატეგიული მომხმარებლის მოზიდვა;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, , საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიება/შეგროვება, სასესხო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა; 
  •  პორტფელის მართვა, პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარება;
  • სისტემატიური რეპორტინგი;

 

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
  • ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
  • ლოგიკური აზროვნება.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

მსგავსი განცხადებები
საკრედიტო ექსპერტი

ბანკი ქართუ


28 მარ - 26 აპრ

საკრედიტო ექსპერტი/გამოცდილი ახმეტაში

ქართული კრედიტი


16 აპრ - 01 მაის

საკრედიტო ექსპერტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


04 აპრ - 02 მაის

საკრედიტო ექსპერტი/ანაზღაურებადი სტაჟირება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკროფინი


04 აპრ - 03 მაის

უფროსი საკრედიტო ექსპერტი

ბანკი ქართუ


28 მარ - 26 აპრ