მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თარიღები:
11 აპრ - 24 აპრ
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
საბანკო 
ქვეკატეგორიები:
ბანკის კლიენტთა მომსახურება საბანკო(ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი,  ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

თბილისი

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

 

  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე/მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

 

  • მერჩანტებთან ანგარიშსწორების გუნდისა და გაყიდვების გუნდის ურთიერთობის კოორდინაცია;
  • მერჩანტებთან დაკავშირებული დოკუმენტების სისწორის მონიტორინგი და ფაილინგი:
  • ტერმინალების მონიტორინგი;
  • მერჩანტების საგარანტიო დეპოზიტების ლიმიტების კონტროლი და პერიოდული გადახედვა;
  • ტერმინალებზე დაწესებული ლიმიტების კონტროლი და პერიოდული გადახედვა;
  • პრობლემური ტრანზაქციების დროს კომუნიკაციისა და საჭირო დოკუმენტების დროული შეგროვების კოორდინაცია;
  • პერიოდული რეპორტინგი:
  • ტერმინალების მარაგების მონიტორინგი და მარაგების შესახებ ინფორმაციის სისწორის უზრუნველყოფა;

 

 

პიროვნული უნარები:

 

  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესასრულებელი ამოცანის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

 

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

 

მსგავსი განცხადებები
დისტანციური მომსახურების მენეჯერი - დღის ცვლა/ღამის ცვლა

თიბისი ბანკი


13 აპრ - 30 აპრ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი ზესტაფონში

ფინკა ბანკი საქართველო


12 აპრ - 26 აპრ

კლიენტთა მომსახურების ოფიცერი საგარეჯოში

ფინკა ბანკი საქართველო


12 აპრ - 26 აპრ

საინფორმაციო ოფიცერი ბათუმში

ვითიბი ბანკი ჯორჯია


19 აპრ - 02 მაის

სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 06 მაის

სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი გურიაში

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 06 მაის

სერვის კონსულტანტი/სტაჟიორი იმერეთის რეგიონში

ლიბერთი ბანკი


17 აპრ - 06 მაის